geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელშეკრულების გაფორმების ვადები მაგისტრანტობის კანდიდატებთან

ხელშეკრულების გაფორმების ვადები მაგისტრანტობის კანდიდატებთან!

 

ძვირფასო სტუდენტებო, 

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ  მაგისტრატურის საფეხურზე წარმატებით ჩარიცხვას! 

 

სამაგისტრო პროგრამების სამართალი; საერთაშორისო სამართალი; მიგრაციის მართვა,  საჯარო მმართველობა, LL.M zu Köln (კიოლნის სამაგისტრო პროგრამა - სამართალი)მაგისტრანტობის კანდიტადებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს -  17 და 18  სექტემბერი, 2025 წ.

17 სექტემბერი 10:00-17:00 .

18 სექტემბერი 10:00-17:00 .

 

თსუ II აკადემიური კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ბრძანების N: 189/01-01

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ- კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); 
 ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
 სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
 

თარიღი: 16/09/2025